სასამართლოს ეზოში გიგა ლემონჯავა დააკავეს
სასამართლოს ეზოში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გიგა ლემონჯავა დააკავეს.
დაკავების მიზეზი და დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან.
სამოქალაქო აქტივისტი, შაშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ ლემონჯავას დაკავებამდე პროპრაგანდისტულმა მედია “პოტივიმ“ ქარდი გამოაქვეყნა, სადაც წინასწარ დაწერა, რომ ლემონჯავა დაკავებული იყო.
ვნახეთ სუს-ის ტელევიზიის მიერ დადებული ქარდი, წინასწარ ლემონჯავაზე, რომ დაკავებულია. მან გააზრებულად გადადგა ის ნაბიჯი, როცა გადაკეტა რუსთველი, რადგან რუსთაველი ის ადგილია, სადაც წყდება ქვეყნის ბედი, რა კანონებიც არ უნდა დაწეროს კობახიძემ და მიიღოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა, ჩვენ ამ კანონებს არ მივიღებთ, - ამბობს მაცაბერიძე.