საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ირაკლი წულაიას სასამართლო პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ირაკლი წულაიას სასამართლო პროცესი იწყება. მას 4 ოქტომბერს პროსამთავრობო ტელევიზიების (იმედი, რ2, საზმაუ) გადამღები ჯგუფებისათვის ხელის შეშლას ედავებიან.
პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ).
როგორც წულაიას უფლებადამცველი ამბობს, წარდგენილი მტკიცებულებები, არ ასახავს იმას, რომ წულაიამ სისხლის სამართლის დანაშული ჩაიდინა.
მისი მონახულების საშუალება არ მქონდა, დღეს გავიგე, რომ ირაკლისთვის ბრალი გუშინ ჰქონდათ წაყენებული, მას ბრალის დადგენილებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, შესაბამისად, მას ადვოკატის გარეშე არანაირი ინფორმაცია არ აქვს გაცემული. ირაკლის ედავებიან, რომ მან თითქოს, ჩაიდინა ჟურანლისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლა, კერძოდ, აიძულა ის, არ გაევრცელებინა კონკრეტული ინფორმაცია. რასაც თან ახლდა მუქარა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა მათი პოზიციის საწინააღმდეგო ინფორმაცია, რაც პირდაპირ უსვამს ხაზს იმას, რომ მას ბრალად წარდგენილი მქომედება არ ჩაუდენია, - ამბობს ადვოკატი.