პროტესტი გრძელდება - დღეს, მოქალაქეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - დღეს, 19:00 საათზე მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან და თანამოქალაქეებს სთხოვენ, სანამ გზა გადაიკეტება მხარდასაჭერად მანქანებიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინონ.
ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში ხელისუფლებას ხელში არ აიღებს ქართველი ხალხი. ძალიან მარტივ რაღაც არის: ან ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველოში ქართველი ხალხი იქნება გამარჯვებული, ან "ქართული ოცნება" გაიტანს თავისას და წაგვათრევს თავის ჭაობში, რაც არ მოხდება, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ამ ქვეყანაში, ვინც გააპროტესტებს, ვინც ამოიღებს ხმას," - განაცხადა გიორგი დუმბაძემ.
ამასთან, დღეს, პირველ გიმნაზიასთან დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სამედიცნო სფეროს წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან.
[ფოტო: Mo se]