ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - უძილაური უვადო პატიმრობაში გაუშვეს, გამოძიება დამკვეთზე ვერ გავიდა
ვაკეში მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახი დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა გამოძიებას საქმის ბოლომდე გახსნა და შემკვეთთა დასჯა სთხოვა. მათ მტკიცებით, მკვლელობის უკან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დგას, რომელმაც მკვლელობა მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის მეშვეობით დაუკვეთა, ხოლო უშუალო შემსრულებლად გამოიყენა დაქირავებული ქილერი გელა უძილაური.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ უძილაურმა ლევან ჯანგველაძე შეკვეთით მოკლა. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ შემდეგ პროცესებზე სასამართლო ასევე დაადგენს მკვლელობის ორგანიზატორებად ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ხოლო შუამავლად - გიორგი ჯოხაძეს.
გამოძიების მასალებით, მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესდაპირისპირება ჰქონდათ, თუმცა მკვლელობა სავარაუდოდ სხვა გავლენიანი პირების დავალებით დაიგეგმა. გეგმის შესრულების მიზნით ძმებმა დახმარებისთვის მიმართეს ჯოხაძესა და მის სანდო პირს, გელა უძილაურს, რომელიც დღეს უკვე უვადო პატიმრობაშია და გამოძიების მტკიცებით, მხოლოდ გაწირული შემსრულებლის როლში აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.