უკანონო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალიდან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

22.10.21 15:28
უკანონო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალიდან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ძლიერი აფეთქებებეის ხმა ცხინვალიდან ყოველდღიურად ისმის. ოკუპანტების უაკნონო წვერთნების გამო სოფელ ერგნეთის მცხოვრებელებს გამუდმებული  შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

ადგილობრივები ოკუპანტების გააქტიურებას თითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ეს უახლოესი დღეებია სწავლებები მიდის ოკუპირებული ძარწენის პოლიგონზე, რუსები მიხნად ისახავენ, რომ ორივე მხარეს იყოს ყოველთვის ომის შიში და  დენთის სუნი იდგეს. როდესაც ახლოვდება ან საპარლამენტო ან საპრეზიდენტო, ან ზოგადად, არჩევნები ანუ გადამწყვეტი დღე დგება ჩვენს ქვეყანაში, იმ წამს რუსები იწყებენ იარაღის ჟღარუნს. მოსახლეობა, რა თქმა უდნა, ორივე მხარის არის შეშინებული, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ოკუპირებულ რეგიონში უკანონო წვრთნების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. სუს-ი უკანონო სამხედრო წრთვნებზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

მსგავსი სიახლეები