"არ გვეშინია" - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან
პროტესტის 331 დღესაც მოქალაქეები, ტრადიციულად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი ჯერჯერობით გადაკეტილი არ არის. ადგილზე მყოფები კიდევ ელოდებიან, რომ მათ მოქალაქეები შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მასობრივი დაკავებების მიუხედავად, არაფრის ეშინიათ და ქვეყნის თავისუფლებსითვის ბოლომდე იბრძოლობენ.
შიში, როგორც ხედავთ, მოქალაქეებს არ აქვთ. მაინც მოდიან, მაინც იკრიბებიან და რავიცი, თუ მოხდება გადაკეტვა, გადაიკეტება. მაგაზე ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რეპრესიები სერიოზულად დაწყებული, ყოველდღირუად 5-10 კაცს აკაებენ, აც ეუბნებიან დაკავების მიზეზს. 1937 წლის რეპრესიების მსგავსი სიტუაცია და ჩემი აზრით, წინააღმდეგობას ეს მაინც არ აჩერებს და ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება ივანიშვილის წასვლით მოსკოვში, - ამბობს აქტივისტი ლექსო სამხარაძე.
ადგილზეა კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა კვიტეტიანიც, რომელიც, როგორც ცნობილია, დაკავებულთა სიაშია, თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით თავისუფლად გადაადგილდება.
ნამდვილად არ ვიცი რა ხდება. დღეს პოსტ ტვ-მ დადო ქარდი, სადაც გამომაცხადეს დაკავებულად. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ თურმე ჩემი სახელი და გვარი შესულა სასამართლოში, როგორც დაკავებული. ცხადია, რომ დღესაც რუსთაველზე ვიმყოფები. სამი დღის წინ გადავკეტე პირველად, გუშინაც გადავკეტე გზა, დღეს პოლიციის გვერდითაც ვიყავი და მართლა არ ვიცი რა ხდება, გაკვირვებული ვარ. გამაგებინონ, აქ ვარ, იქ ვარ, - ამბობს კვიტეტიანი.
აქციაზე იმყოფებიან მედიკოსებიც, რომლებიც საგანგებო განცხადებისთვის ემზადებიან და დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეებს სიგნალებით და დროშებით მხარდაჭერას ავტომობილებიდანაც უცხადებენ.
ვრცლდ ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.