სამთავრობო მედია აქტივისტების წინააღმდეგ - სასამართლომ 7 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ, 7 პირის პროცესი დასრულდა, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებოდა.
პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი, ხოლო 1 პირის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და შვიდივე პირი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცნობისთვის, აქტივისტებს სამთავრობო მედიამ უჩივლა.