სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჟურნალისტს სახელმწიფო ბრალდება გზის "უკანონო გადაკეტვას" ედავებოდა.
მოვიდნენ სახლთან, უკვე გამოვდიოდით სახლიდან, როდესაც მოვიდა ორი მანქანა და განაცხადეს, რომ უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. ჯერ ვასკას მიმართეს, თქვენ უნდა წამოხვიდეთო და შემდეგ უკვე გაირკვა, რომ მეც ვიყავი ადმინისტრაციულით და მეც უნდა გადავსულიყავი მათთან ერთად განყოფილებაში.
მტკიცებულება ყველას ერთნაირი რაც არის, გზის გადაკეტვა. ეს ახალი კანონი, უსამართლო კანონი რაც მიიღეს ის იყო მთავარი და ამის გამო უნდა დავსჯილიყავით ჩვენ, მოსამართლემ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება.
ჩემ შემთხვევაში, რადგან 12 წლამდე ბავშვები მყავს ეს გაითვალისწინა და ჯარიმით შემოიფარგლა და ვასკას გაგვიკვირდა რომ უფრო მეტიც არ მისცა და 7 დღე მიუსაჯა," - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ცოლმა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დღეს საცხოვრებელ სახლში ცოლთან, მაიკო ბოკერიასთან ერთად დააკავეს. მაიკო ბოკერია სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.
ცნობისთვის, იმავე ბრალდებით პატიმრობაში გაუშვეს "ფორმულას" ჟურნალისტები: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე. ამასთან, დღეს დააკავეს გიორგი ლიფონავაც.