მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის 75-ე წლისთავზე, დაკავებულ ჟურნალისტს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს.
ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.
მსოფლიო კონგრესი ქალაქ ვენაში იმართება.
[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]