თამარ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

25.10.25 00:22
თამარ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომდევნო პროცესი 15 დეკემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა. 

მას ბრალი ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის მუხლით ედება, რაც  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები