სასამართლომ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
რეჟისორსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
ლიფონავას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ.
ცნობისთვის, გუშინ პოლიციამ გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით დაახლოებით 25 ადამიანი დააკავა.