ზურაბ ცეცხლაძე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7-დღიან პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ სინდისის პატიმარ, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შსს ცეცხლაძეს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.