ახლა ვაჟა გაფრინდაშვილი გარუსებულმა ქართველებმა გაიტაცეს - ლაშა უჩავა
ახლა ვაჟა გაფრინდაშვილი გარუსებულმა ქართველებმა გაიტაცეს - ასე ეხმაურება ექიმი და ტელეწამყვანი, ლაშა უჩავა გაფრინდაშვილის დაკავებას და მის 7 დღიან პატიმრობაში გაშვებას.
უჩავას თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაჭერა მთლიანად, სამედიცინო საზოგადოების დაჭერას ნიშნავს.
სამედიცინო საზოგადოებისთვის ეს ნამდვილად არის უკიდურესი გადაწყვეტილება. ვაჟა გაფრინდაშვილის დაჭერა არ არის მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის პიროვნების დაჭერა, ეს იყო მთლიანად სამედიცინო საზოგადოების დაჭერა. ჩვენ გვახოვს, ის 2019 წელს დაიჭირეს რუსებმა, ახლა ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს გარუსებულმა ქართველებმა", - განაცხადა ლაშა უჩავამ.
სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი 7 დღით პატიმრობაში - გადაწყვეტილება 2 დღის წინ მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ მიიღოდ.
დაკავებულ ექიმს რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.