საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზება მზაკვრობაა - აფხაზური ეკლესიის წინამძღვარი, ბესარიონ აპლია

22.10.21 15:19
საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზება მზაკვრობაა - აფხაზური ეკლესიის წინამძღვარი, ბესარიონ აპლია

ეს არის მზაკვრობა, აფხაზეთის ეკლესიის საკითხი უნდა გადაწყდეს არა თბილისში, არამედ მოსკოვში - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებული ეპარქიის მღვდელმთავარმა, ბესარიონ აპლიამ, აფხაზურ ტელევიზიას განუცხადა.

ეს არის კიდევ ერთი მზაკვრობა. აფხაზეთის ეკლესიის საკითხი უნდა გადაწყდეს არა თბილისში, არამედ მოსკოვში. მხოლოდ მოსკოვში გადაწყდება ეს საკითხი და ჩვენ იქ წავალთ.

როგორ შეიძლება, თბილისში ჩახვიდე, სადაც შენ გკლავენ და განადგურებენ. ბევრი მაგალითი ვიცი, ნესტორ ლაკობა,  ეს რითი დასრულდა. ვიცით, როგორ წავიდა ვლადისლავ გიორგიევიჩი , ჩვენი წარმომადგენლები როცა ჩავიდნენ, როგორ დახვდნენ თბილისში, არ ღირს თბილისში ჩასვლა. მათი ნდობა არ შეიძლება - ამბობს ბესარიონ აპლია.

14 სექტემბერს ბესარიონ აპლიამ მიმართა წერილით მოსკოვისა და საქართველოს პატრიარქებს, ცნონ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რაზეც ილია მეორემ უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხის განსახილველად ჩამოსულიყვნენ თბილისში. 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი წერილის პათოსს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მიგვაჩნია, რომ დიალოგი უნდა შედგეს. მტერი გვყოფს და ღმერთი გვაერთიანებს. ამიტომაც უნდა ჩამოხვიდეთ თბილისში, რათა აღნიშნულ;ი საკითხი განვიხილოთ - განუცხადა ,,აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის" სახელით რეგიტრირებული ეპარქიის წინამძღვარს საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ.

 

 

მსგავსი სიახლეები