ბექა ლატარია ცემეს და კარცერში მოათავსეს - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

22.10.21 15:46
 ბექა ლატარია ცემეს და კარცერში მოათავსეს - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თბილისის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლატარია კარცერში ჩასვეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ნაცემია და კარცერში ჩასმაც პროცედურული დარღვევით მოხდა, რადგან წერილობით არავის განუმარტავს ამის მიზეზი და ციხის ადმინისტრაციას არც ის უთქვამს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სასჯელი. პარალელურად ლატარია მეოთხე დღეა, შიმშილობს. 

ადვოკატ გიორგი ლაღიძის ინფორმაციით, ბექა ლატარია ციხეში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სცემეს, მას სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება, ამიტომ ბრალდებული ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს.

როცა ბექა ლატარია სასამართლოდან გლდანის ციხეში მიიყვანეს, იქ ის გამოელაპარაკა ერთ-ერთ პატიმარს. ამის გამო ის სრულიად უმიზეზოდ კარცერში ჩასვეს. მას არ გადასცეს ბრძანება ხელში, რის საფუძველზე ჩასვეს კარცერში, რა მიზეზით, რამდენი დღით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს, დავუკავშირდი სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვინაიდან ლატარია ითხოვდა ომბუდსმენთან შეხვედრას. ასევე მან მითხრა, რომ პროტესტის ნიშნად რაღაც ნივთები გადაყლაპა. მისი კარცერში ჩასმა უკანონობების გაგრძელებაა, რაც მიის დაკავების მომენტიდან დაიწყო. - აცხადებს გიორგი ლაღიძე.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ლატარიას გარდა შატალოვას საქმეზე დაკავებული ორივე პირიც  შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები