საქართველოს დელტა ვირუსის ახალი შტამი უახლოვდება

22.10.21 15:27
საქართველოს დელტა ვირუსის ახალი შტამი უახლოვდება

რუსეთში კორონავირუსის დელტა ვარიანტის  კიდევ ერთი ქვეტიპი დაფიქსირდა.

მკვლევარების ინფორმაციით, AY.4.2 (დელტა +) შესაძლოა 10%-ით უფრო  გადამდები იყოს, ვიდრე დელტა ვარიანტი. ახალმა ვარიანტმა შესაძლოა დელტა ვარიანტი სრულიად ჩაანაცვლოს. იგივე შტამი ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთშიც გამოვლინდა.

ინფექციონისტები ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას საქართველოშიც პროგნოზირებენ.

სამეცნიერო კვლევები არ ვრცელდება, ზედაპირული ინფორმაციები არსებობს. ყოველთვის ახალი შტამი წინამორბედს აღემატება გავრცელების ეფექტურობით და უფრო სწრაფად ვრცელდება ხოლმე. რუსეთში გავრცელებული შტამი რა თქმა უნდა, ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება", - ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.