იმედა კლდიაშვილი, რომელმაც იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, წერს, რომ 6 ნოემბერს კვლავ სასამართლოში დაიბარეს

30.10.25 18:30
იმედა კლდიაშვილი, რომელმაც იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, წერს, რომ 6 ნოემბერს კვლავ სასამართლოში დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი, რომელმაც იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს და ხელახალი სამართალდარღვევის ოქმის შესახებ შეატყობინეს.

როგორც ირკვევა, სამოქალაქო აქტივიტს ამჯერად 20 ოქტომბრის გზის გადაკეტვას ედავებიან.

1 საათის გამოსული არ ვიყავი იზოლატორიდან, საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი შენს სახელზე და უნდა მოხვიდეო.

როგორც გაირკვა, ამჯერად 20 ოქტომბრის გადაკეტვაზე მედავებიან იგივე მუხლით რაც წინა სასამართლოზე, 10 დღის წინ პროცესზე იყო.

სასამართლო 6 ნოემბერს იქნება, 12 საათზე 41 დარბაზშიო.

6 მდე დიდი დროა, მანამდე კიდევ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, - წერს კლდიაშვილი.