პროტესტის შედეგი - მოზარდებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად ალტერნატიულ შენობას გამოუყოფენ
მძღოლი, რომელიც ავტომობილით პროტესტის ეპიცენტრში შევარდა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მოზარდები და მათი მშობლები დაზიანებებს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ავტომანქანა სახიფათო მანევრებს ზუსტად იმ ადგილზე ატარებდა, სადაც ათეულობით ბავშვი იდგა. აგრესიული მძღოლი არც სამართალდამცველებს მოერიდა და დრიფტის დროს პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დაეჯახა.
ქუჩის პროტესტმა კი შედეგი დადო. განათლების სამინისტრო იძულებული გახდა დათანხმებულიყო მე-10 სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოთხოვნებს. მოზარდებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად ალტერნატიულ შენობას გამოუყოფენ. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც მოზარდებმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ქუჩიდან დაიწყეს.
დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.