პროტესტის 337-ე დღე - შსს აქტივისტების დაკავებას აგრძელებს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ.
შსს-მ ცოტა ხნის წინ იოსებ ხეოშვილი და კახა ჯაფარიძე დააკავა.
ცნობისთვის, დღეს საღამოს აიყვანეს რეჟისორი თორნიკე თიკარაძე და ზაზა ბროლაძეც.
მოქალაქეებს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავებიან.