დაკავებული ზაზა ბროლაძე შიმშილობს
გუშინ დაკავებული ზაზა ბროლაძე იზოლატორში შიმშილობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ბროლაძის ადვოკატმა, გურანდა ქურდოვანიძემ განუცხადა.
როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ბროლაძეს მხედველობის პრობლემა აქვს.
ჩემი დაცვის მყოფი ზაზა ბროლაძე მოვინახულე, მას მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა ხელოვნურ ცრემლს მოიხმარს ექიმს სთხოვა მისთვის მიეცა, მაგრამ ბროლაძეს უთხრეს, რომ მედიკამენტს სამედიცინო დოკუმენტის გარეშე ვერ მისცემდნენ", - ამბობს ადვოკატი.
ბროლაძეს შსს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავება. სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.