ასეთი კორუფცია და ამხელა თანხები თუ თუ არსებობდა საქართველოში მოსაპარად, ვერ წარმომედგინა - თემურ ჭყონია

31.10.25 13:14
ასეთი კორუფცია და ამხელა თანხები თუ თუ არსებობდა საქართველოში მოსაპარად, ვერ წარმომედგინა - თემურ ჭყონია

 

 

ასეთი კორუფცია და ამხელა თანხები თუ თუ არსებობდა საქართველოში მოსაპარად, ვერ წარმომედგინა - ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმ კორუფციულ საქმეებს, რომელიც "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არის აღძრული. 

ჭყონია ამბობს, რომ ასეთი მსხვილი თანხა ჩვენს ქვეყანაში მოსაპარად კი არა საშოვნელადაც კი ჭირს. 

საშინელებაა რასაც ვიგებთ (ყოფილ მაღალჩინოსნებზე). რა დონეზე გაჩერდება ეს თემა არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა და ვერ წარმომედგინა ამხელა თანხები თუ არსებობდა საქართველოში საერთოდ მოსაპორადაც, არათუ საშოვნელად. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია არ ვიცი, ვთქვათ სულ მაშალონებზე იქნება, დავლენ პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე, თუ არვიცი", - ამბობს ჭყონია.

ქვეყნის მსხვილ ბიზნესთან შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ოფიცილურად განათლების რეფორმის შესახებ დაგეგმა, თუმცა მოსალოდნელია, რომ  რომ დახურულ კარს მიღმა იმ კორუფციაზეც იქნება საუბარი, რასაც "ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებს ედავება. 

მსგავსი სიახლეები