ვასილ ივანოვ ჩიქოვანის პირველი კომენტარი იზოლატორის დატოვების შემდეგ

31.10.25 13:54
ვასილ ივანოვ ჩიქოვანის პირველი კომენტარი იზოლატორის დატოვების შემდეგ

 

 

ვასილ ივანოვ ჩიქოვანის პირველი კომენტარი იზოლატორის დატოვების შემდეგ  - ჟურნალისტი ამბობს, რომ "ოცნება" დაკავებების სერიებს მოქალაქეების დასაშინებლად მიმართავს, თუმცა ხალხი ამას ისევ რუსთაველზე გასვლით პასუხობს და ასე იქნება მის შემთხვევაშიც. 

რასაც ახლა აკეთებს რეჟიმი, ეს არის უკანონობა, უსამართლობა - ამბობს ჟურნალისტი

უსამართლობის დაკანონება მიმართული არის მოქალაქეთა დაშინებისკენ, თუმცა მათ რომ არ გამოეტოვებინათ ის გაკვეთილი, სადაც ნიუტონის კანონს ასწავლიდნენ, ეცოდინებოდათ, რომ ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება. შესაბამისად, ისინი როდესაც ცდილობენ, რომ აი ასე შეგვაშინონ, ჩვენ არ ვშინდებით. პირიქით, ამით ძალა გვემატება. დრეს ფოთის იზოლატორში რჩება მართლა ყველა პროფესიის ადამიანი. ჩემთან ერთად საკანში იჯდა მასწავლებელი, ისტორიკოსი, ასევე გვერდზე ზის ფინანსისტი, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, თუმცა ყველას ერთი შეხედულება გვაერთიანებს, რომ ის რასაც ახლა აკეთებს რეჟიმი, ეს არის უკანონობა, უსამართლობა და აუცილებელია, რომ ამ უსამართლობას მოქალაქეები დავუპირისპირდეთ და წინ აღვუდგეთ", - აცხადებს ვასილ ივანოვ ჩიქოვანი. 

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია - ჟურნალისტმა ფოთის იზოლატორი დატოვა 

სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა 25 ოქტომბერს მიუსაჯა. 

ჩიქოვანს შსს გზის "უკანონო გადაკეტვას" ედავებოდა. 

მსგავსი სიახლეები