გუშინ დაკავებულებიდან ორს სჭირდება მედიკამენტები, რომლებიც არ მიეწოდებათ - ნესტან ლონდარიძე

31.10.25 14:06
გუშინ დაკავებულებიდან ორს სჭირდება მედიკამენტები, რომლებიც არ მიეწოდებათ - ნესტან ლონდარიძე

გუშინ დაკავებულ 4 პირის, იოსებ ხეოშვილი, კახა ჯაფარიძე, რეჟისორი თორნიკე  თიკარაძე და ზაზა ბროლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ მოინახულა. 

როგორც იურისტი ამბობს, დაკავებულიდან ორს ესაჭიროება მედიკამენტები, რომელიც არ მიეწოდებათ. 

უფლებადამცველის თქმით, 4-ვე მათგანი გზის გადაკეტვის გამო არიან დაკავებულები.

მოვინახულე 4-ვე დაკავებული. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 2 მათგანს ესაჭიროება მედიკამენტები, რომლებიც ამ ეტაპისთვის მათ არ მიეწოდებათ. ერთ-ერთი აუცილებალდ საყურადღებოა, რადგან აუცილებელია, რომ მას დღის განმავლობაში მიეწოდოს მედიკამენტები. მის მოთხოვნას, როგორც თვითონ გადმომცა, საკმაოდ  უარყოფითად შეხვდნენ და არ მიაწოდეს მას ის წამალი, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. 4-ვე მათგანი გზის გადაკეტვის გამო არიან დაკავებულები, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება -  ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე დაკავებული. ბაღში ჩავიდა და იქ მოხდა მისი დაკავება, ამიტომ საქმის მასალებს ძალიან იდიდი მიშვნელობა აქვს", - ამბობს ნესტან ლონდარიძე. 

მსგავსი სიახლეები