კონსილიუმი თანახმაა, საჭიროებისას სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში გადაიყვანონ - ექიმი

23.10.21 21:51
კონსილიუმი თანახმაა, საჭიროებისას სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში გადაიყვანონ - ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი მაღალი კლასის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა "მკვლელობის ტოლფასია".

პრობლემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში. ყველა თანხმდება, რომ, შეიძლება, ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში. სააკაშვილს, მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობაა. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გლდანის ჰოსპიტალში გადასვლა იქნება მკვლელობის ტოლფასი. სააკაშვილიც ზუსტად ამას ამბობს", – თქვა ყიფშიძემ.