იოსებ ხეოშვილს იზოლატორში ესაჭიროება მედიკამენტები - მელითაური
დაკავებულს იოსებ ხეოშვილს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირია და ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტებიც აქვს, იზოლატორში მედიკამენტები სჭირდება - ამის შესახებ "პირველებს" ია მელითაურმა განუცხადა, რომელიც პირადად ესაუბრა ტელ;ეფონით ხეოშვილს.
იოსებ ხეოშვილს ვითომ უთხრეს, რომ იდენტიფიცირებისთვის გადაჰყავდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იზოლატორშია. სპეციალურ მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს. არ აქვს ეს წამლები ამ წუთებში", - ამბობს მელითაური.
გუშინ დაკავებულ 4 პირი, იოსებ ხეოშვილი, კახა ჯაფარიძე, რეჟისორი თორნიკე თიკარაძე და ზაზა ბროლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან და სასამართლოში გადაყვანას ელოდებიან.