რუსი აქტივისტი დეპორტაციის მოლოდინშია - ადვოკატის თქმით, ბელიკოვს ოკუპანტ ქვეყანაში სავარაუდოდ, ლიკვიდაცია ემუქრება

31.10.25 15:28
რუსი აქტივისტი დეპორტაციის მოლოდინშია -  ადვოკატის თქმით, ბელიკოვს ოკუპანტ ქვეყანაში სავარაუდოდ, ლიკვიდაცია ემუქრება

ფოთის იზოლატორში გამოკეტილი ნიკოლაი ბელიკოვი დეპორტაციის მოლოდინშია. მამაკაცის ადვოკატი, რომელმაც მიდი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ მოინხაულა, ამტკიცებს, რომ თუ დაპატიმრებულ აქტივისტს რუსეთში დააბრუნებენ, არსებობს მისი სავარაუდო ლიკვიდაციის რისკები.

დღეს ადვოკატმა მოითხოვა ბელიკოვის ტელეფონის მისთვის გადაცემა, რადგან, სავარაუდოდ, ტელეფონში ინახება მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთვის არის საჭირო.

ნიკოლაი ბელიკოვი გაიმეტეს სასიკვდილოდ და გაიმეტეს წამებისთვის. ამისთვის ჩემი კოლეგები ამზადებენ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის და უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ნიკოლაი ბელიკოვსნამდვილად ემუქრება საფრთხე, ინახება ტელეფონში. ეს ტელეფონი ინახება ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში და ჩვენ ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ტელეფონი გადმოგვეცეს. სწორედ ამ წერილით შევედი დღეს ოფიციალურად, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ტელეფონის გადმოცემა. ეს თუ არ მოხდება, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, ადამიანს იმეტებენ სასიკვდილოდ.

მე მინდა, ვისარგებლო ეთერით და მივმართო სახალხო დამცველს, რომ აუცილებლად დაინტერესდეს ამ საკითხით. ბიძინა ივანიშვილის მთავრობას მინდა, მივმართო, რომ ვისაც ეს ხელეწიფება, ნუ გაიმეტებენ ადამიანს სასიკვდილოდ, - ამბობს დავით მჟავანაძე. 

ნიკოლაი ბელიკოვი თავდაპირველად რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის  გამო დააკავეს და ორ კვირიანი პატიმრობა მიუსაჯესს.

მსგავსი სიახლეები