რა არ გააკეთა "ოცნებამ" ევროინტეგრაციისთვის - ევროკომისია გადამწყვეტი ანგარიშის გამოსაქვეყნებლად ემზადება

31.10.25 20:42
რა არ გააკეთა "ოცნებამ" ევროინტეგრაციისთვის - ევროკომისია გადამწყვეტი ანგარიშის  გამოსაქვეყნებლად ემზადება

4 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პროგრესს. დიპლომატების ინფორმაციით, დოკუმენტის ყველაზე კრიტიკული ნაწილი საქართველოს შეეხება, სადაც პოზიტიური შეფასებების მოლოდინი არ არსებობს.

ევროკავშირმა ორი გზა განიხილა - საქართველოს მხოლოდ ზედაპირულად ხსენება ან ქვეყნის მდგომარეობის სრულად აღწერა. საბოლოოდ აირჩიეს მეორე ვარიანტი, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ანგარიში შესაძლოა გახდეს ყველაზე მკაცრი შეფასება საქართველოს მიმართ ევროკავშირის ისტორიაში.

დიპლომატების თქმით, ანგარიშში ყურადღება გამახვილდება იმაზე, როგორ ამცირებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შანსებს.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ტრადიციულად ასახავს ქვეყნების შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა საქართველოს შემთხვევაში პროგრესი ფაქტობრივად გაჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან მხოლოდ 31%-ს შეადგენს, რაც კიდევ უფრო ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას, გახდეს ევროკავშირის წევრი უახლოეს მომავალში.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები