იზოლატორებში საკნები არ ცარიელდება - რას ამბობენ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტები

31.10.25 20:47
იზოლატორებში საკნები არ ცარიელდება - რას ამბობენ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტები

რუსთაველის პროტესტის მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებები გრძელდება, თუმცა "ქართული ოცნების" ტყვეობიდან კიდევ ექვსი ადამიანი გათავისუფლდა. სიხარული, ბრაზი და საბრძოლო განწყობა - ეს არის ის განწყობა, რომლითაც ციხეებს სამოქალაქო აქტივისტები ტოვებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების ძალადობრივმა პოლიტიკამ ვერ შეძლო პროტესტის ჩახშობა და დროა, მოძრაობამ ახალ სტრატეგიაზე იფიქროს.

ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების შესაჩერებლად მოქალაქეები სხვადასხვა სფეროდან რამდენიმე დღიანი პატიმრობით დასაჯეს. თუმცა, გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ციხე ვერ გახდება იდეის დამამარცხებელი და ქვეყანაში, სადაც არჩევნები მოპარულია, სინდისის პატიმრებით გადავსებული საკნები ვერ დაადუმებს პროტესტს.

რუსთავის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ზურაბ ცეცხლაძეს თანამოაზრეები გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ. მისმა შვილმა, ზვიად ცეცხლაძემ, რომელიც მამის დაკავების გამო შიმშილობდა, პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა, თუმცა აცხადებს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს.

აქტივისტების თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია შიშით დათრგუნოს საზოგადოება, თუმცა ქუჩაში დაბრუნებულები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები