რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა - აქციის მონაწილეებმა გადაკეტილი გზა გახსნეს და ტროტუარზე გადაინაცვლეს.
უწყვეტი პროტესტის 338-ე დღეს რუსთაველზე საზოგადოება კვლავ შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.