შოროპანში გაჩერებული მატარებლის მგზავრებს მარგვეთის ეპარქიის მამებმა წყალი და საკვები მიუტანეს

24.10.21 00:34
შოროპანში გაჩერებული მატარებლის მგზავრებს მარგვეთის ეპარქიის მამებმა წყალი და საკვები მიუტანეს

"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული ინფორმაციის შემდეგ, შოროპანში გაჩერებული მატარებლის მგზავრებს მარგვეთის ეპარქიის მამებმა წყალი და საკვები მიუტანეს. 

რამდენიმე წუთის წინ "შაბათის" ეთერში მოქალაქემ დარეკა და დახმარება ითხოვა. ქალი ყვებოდა, რომ მატარებლის გაჩერებამ პრობლემები შექმნა, მათ არც საკვები და არც წყალი ჰქონდათ. ვაგონში კი მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ. 

გადაცემის მიმდინარეობისას კი "ტვ პირველს" მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პოს­ი მეუფე მელქისედეკი დაუკავშირდა და დახმარების სურვილი გამოთქვა. 

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რის გამოც 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. 

როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ძაბვის გაწყვეტილი ხაზი დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.

შედეგად გაჩერებულია შემდეგი მიმართულებების მატარებლები: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი.

"სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.