5-მა ბადრაგმა გადამიყვანა კლინიკაში... გავიღვიძე თეთრ ზეწარში, პირი აკრული მქონდა, ხელები გულზე და მღვდელი მაზიარებდა - მაჭავარიანი

01.11.25 11:49
5-მა ბადრაგმა გადამიყვანა კლინიკაში... გავიღვიძე თეთრ ზეწარში, პირი აკრული მქონდა, ხელები გულზე და მღვდელი მაზიარებდა - მაჭავარიანი

 

 

პარლამენტთან შიმშილობს კაცი, რომელმაც ციხეში სასჯელი "ქართული ოცნების" პირობებში მოიხადა - თამაზ მაჭავარიანი "პირველებს" უყვება, თუ რა გადახდა ციხეში, როგორ გადაიყვანა 5-მა ბადრაგმა კლინიკაში, როგორ გაუკეთეს ოპერაცია და როგორ გაეღვიძა 34 საათის შემდეგ. 

გავიღვიძე თეთრ ზეწარში, პირი აკრული მქონდა, ხელები გულზე და მღვდელი მაზიარებდა  - ამბობს კაცი.

მაჭავარიანი სწორედ ციხეებში რსებულ ვითარებაზე ცდილობს თვეებია ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან გასაუბრებას, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო მიმართა მან პროტესტის უკიდურეს ფორმას და უკვე 7 დრეა შიმშილობს. ირკვევა რომ, მოშიმშილე მამაკაცი, პარლამენტში გზავნის წერილებსაც, მაგრამ მას პასუხს არავინ უბრუნებს.  

თამაზ მაჭავარიანი ამბობს, რომ მისი პატიმრობსი დროს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. ამიტომ ახლა მოშიმშილე კაცი წულუკიანს მოუწოდებს, ვიდრე წინა ხელისუფლების  საქმეებს გამოიძიებს, ის გამოიძიოს, რა ხდება ციხეებში მათი ხელისუფლების პირობებში.

2016 წელს ვიჯექი ციხეზე, ყველა ექიმმა შემამოწმა, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, მქონდა მხოლოდ მარცხენა ფეხის ცერა თითზე სოკოვანი დაავადება. გადამიყვანეს საავადმყოფიში, 5 ბადრაგი მახლდა, ნარკოზი გამიკეთეს, დამაძინეს, ადამიანი რომ ვერ გამოიღვიძებდა ისე. გამომეღვიძა 34 საათის მერე, როგროც მიცვალებულია თეთრ ზეწარში ვიყავი გახვეული მთლად, ხელები გულზე დაწყობილი, პირი აკრული, ფეხები გაკოჭილი, მღვდელი მადგა თავზე და მაზიაეებდა. თეა წულუკიანი სხვის საქმეს თუ იძიებს, ავლდებულია თავისიც გამოიძიოს, ეგ იყო იუსტიციის მინისტრი მაშინ. ყველასთან ვითხოვ შეხვედრას, მაგრამ არავინ არ მხვდება. თენგიზ  შარმანაშილმა გაიარა, ვუძახე და სულ არ მოუხედია აქეთ. იცის, რომ მეშვიდე დღეა აქ ვშიმშილობ. სხვას რომ ასამრთლებ, ჯერ შენი თავი გაისამართლე", - ამბობს მაჭავარიანი. 

მსგავსი სიახლეები