საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

24.10.21 13:04
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, გაწვიმდება და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში, 25-27 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

მსგავსი სიახლეები