დაპირისპირება "კრიმინალურ სამყაროში" - ე.წ. კანონიერი ქურდი, "ენცო" ძმებ მიქაძეების ტერორის ბრძანებას გასცემს [ფარული ჩანაწერი]

05.11.25 13:28
დაპირისპირება "კრიმინალურ სამყაროში" - ე.წ. კანონიერი ქურდი, "ენცო" ძმებ მიქაძეების ტერორის ბრძანებას გასცემს [ფარული ჩანაწერი]

დაპირისპირება "კრიმინალურ სამყაროში" - ფარული ჩანაწერებით, რომელიც  შსს-მ გაასაჯროვა, ისმის, როგორ იგეგმებოდა ლევან ჯანგველაძის მკველობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების - გიორგი და დავით მიქაძეების, ასევე, გიორგი ჯოხაძის და მათი გარემოცვის ტერორი.

ერთ-ერთი, ვინც ჩანაწერის მიხედვით ბრძანებას გასცემს ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო ტუღუშია. სწორედ "ენცო" გასცემს მითითებას, რომ ყველა პირს, ვინც ძმებ - გიორგი და დავით მიქაძეებთან, ასევე გიორგი ჯოხაძესთან არიან კავშირში, პასუხი აგებინონ. 

"მიქაძეებს და ჯოხაძეს, ვინც გვერდში დაუდგება, არიან ბო*ები" - ისმის ჩანაწერში. კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით სთხოვენ პასუხს ძმებ მიქაძეებს, ეს უკვე ფარული ჩანაწერებიდან არ დგინდება. 

საჯაროდ გავრცელებული ჩანაწერით დგინება, რომ დაკავებულ გიორგი მიქაძეზე ტეორორს მითითებას მეექვსე საპატიმროში ბადრი ნათობაძე, იგივე "ბადუკა" იღებს, შემდეგ კი ე.წ. შავებს ანგარიშს ციხიდან ტელეფონით აბარებს.

ჩანაწერებით მიხედვით, გიორგი მიქაძეზე ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება. გაირკვა ისიც, რომ ამ დანაშუალისთვის "ბადუკას" უკვე ბრალდება წარედგინა.

 

ფარულ ვიდეოში ფიგურირებს "კანონიერი ქურდის" ტარიელ ონიანის სახელი და გვარიც. ის მოხსენიებულია, როგორც ჯანგველაძეების ახლო გარემოცვა. 

ჩანაწერის კიდევ ერთ ნაწილში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების გადანაწილებასა და ამოღებაზეა საუბარი, ისმის, რომ ფულის ამოღებაში, სოხულელი ე.წ. ქურდის მხარე უნდა იყოს ჩართული. [თ.ო.: ახლა ჩერეზ ჯანგველაძეებით თუ ვაპირებთ, თოპრემ ნახევარზე მეტის წამომღები არ ვარ, მაგას ახლა გააიასნებენ ისინიც, ამის მხარე, ამათი მხარეც, რომში ვინც არიან სოხუმელები, ამათი მხარე და კაროჩე ნახევარს მოგვცემენ...]

ამავე ჩანაწერში ე.წ. გარჩევების ერთ-ერთი ფიგურანტი არის კანონიერი ქურდი მანუჩარ ელიავა, რომელიც კავშირშია კრიმინალურ ავტორიტეტ "კილასასთან" და "მურაზიკასთან" . სწორედ ეს პირები განიხილავენ როგორ უნდა დაატერორონ  მათთან დაპირისპირებაში მყოფი მეორე მხარე  და ამოიღონ დიდძალი თანხა. 

დღეს შსს-მ ბრიფინგზე მხოლოდ ის თქვა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ფარული აუდიო ჩანწერების მოპოვება, ამიტომ ზუსტი თარიღი, როდის არის ჩაწერილი აღნიშნული აუდიო, უცნობია. ჯერჯერობით განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ტერორს გიორგი მიქაძე მეექვსე დაწესებულებიდან ადასტურებს, მის უფლებადამცველებს არ გაუკეთებიათ. 

  • ასევე შსს-ს დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა, რომ დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად მიქაძეს კი ახალი ბრალდება წარედგინება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.