ჩხრეკა დავით მიქაძის გარემოცვის სახლში გუშინ ჩატარდა

05.11.25 15:23
ჩხრეკა დავით მიქაძის გარემოცვის სახლში გუშინ ჩატარდა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, დავით მიქაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ახალი საქმეების გაჩენით  დავით მიქაძის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას ცდილობს. 

როგორც ყავლაშვილი განმარტავს, ჯერ დავით მიქაძისთვის ახალი ბრალი, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად იარაღის დაუფლებასა და გასაღებას გულისხმობს, არ წარუდგენიათ.

ყავლაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ იარაღების საქმეზე ჩხრეკა გუშინ დავით მიქაძის ახლობლის სახლში ჩატარდა. 

ეს არის უფრო იმ მიმართულებით, რომ რამენაირად დავით მიქაძის სამართლებრვიი მდგომარეობა უფრო დამძიმდეს. მე ასევ ვხსნი ყოველი შემთხვევისთვის ამ სიტუაციას. ჯერ ბრალდებსი წარდგენაც კი არ გვინახავს, არამც თუ მტკიცებულებები. ამიტომ ჩემი განმარტება ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას ეფუძნება. ჩხრეკა დავით მიქაძის საცხოვრბელ სახლში არ ჩატარებულა, თუმცა მისი ახლო ადამიანების ერთ-ერთ სახლში ჩატარდა, რაზეც მაქვს ინფორმაცია. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკა გუშინ ჩატარდა, თუმცა რამდენად აქვთ ამ ადამიანებს ინტერესი, ეს რომ ვთქვა", - აცხადებს ადვოკატი. 

  • ასევე შსს-ს დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა, რომ დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად მიქაძეს კი ახალი ბრალდება წარედგინება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.