მამა ანდრია პროვოკატორი და მატყუარაა - მამა დოროთე
მამა ილია თოლორაიას სკანდალური განცხადების შემდეგ მამა დოროთე ყურაშვილი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს პროვოკატორს და მატყუარას უწოდებს. სასულიერო პირის თქმით, ჯაღმაიძემ განგებ კრა ხელი მამა ილიას, რათა მას პასუხი ფიზიკურად დაებრუნებინა, თუმცა განზრახვა ჩაეშალა და საკუთარი ქმედების უარყოფა მოუწია.
დეკანოზი ანდრი ჯაღმაიძე, მამა არ არის ჩემთვის ის, არის პროვოკატორი. მას ჟურნალისტები აბრალებდნენ კაცის მკვლელობას და მას პასუხი არ გაუცია. მე ვერ დავაბრალებ, მაგრამ მან პასუხი უნდა გასცეს ყველაფერს. ის არის რჯულის კანონით განსაკვეთი ხელის გარტყმის გამო. ეს გაუკეთეს მამა ილიას, რომ აეგდო და მამა ილიას ნერვები თუ უმტყუნებდა, ხელი რომ დაერტყა მისთვის და ამის გამო რომ განეკვეთათ. მამა ილია რადგან არ ავარდა, თვითონ უკვე უკან წაიღო, რომ "არ დამირტყამს" და ა.შ. ეპისკოპოსები ხედავდნენ ამას და მამა ანდრია არის მატყუარა. ის ყოველთვის იტყუება, - ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი.
საპატრიარქოდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა - მისი თქმით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მას ხელი ჰკრა, ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როცა ის მეუფე შიოსთან და მეუფე თეოდორესთან შეხვედრას ამთავრებდა. თოლორაიას განცხადებით, როდესაც მან ფაქტი გააპროტესტა, მაღალი იერარქები უარყოფდნენ, რომ ფიზიკური შეხებას ჰქონდა ადგილი.
სასულიერო პირის თქმით, შეხვედრაზე მისგან გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო მონანიება მოითხოვეს და „ზომების მიღებითაც“ დაემუქრნენ, რის შემდეგაც პატრიარქთან პირადად შეხვედრა მოითხოვა.