მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი სასამართლოში მიიყვანეს - 71 წლის კაცი დუმილის რეჟიმშია

05.11.25 15:35
მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი სასამართლოში მიიყვანეს - 71 წლის კაცი დუმილის რეჟიმშია

მოზარდზე სექსუალური  ძალადობის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლემ მის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. როგორც ცნობილია, პროკურატურა მისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. 

"პირველებმა" მისთვის კითხვების დასმა, თუმცა 71 წლის კაცმა კითხვებს არ უპასუხა. დუმილის რეჟიმშია ბრალდებულის ადვოკატიც.

როგორც ცნობილია, პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორია დაცვის მხარის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე კლასელი მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით 71 წლის პენსიონერი საკუთარ სახლში დააკავეს. გამოიძიებამ დაადგინა, რომ კაცმა 11 წლის ბიჭი სახლში შეიტყუა გააუპატიურა და სხვა გვარის სექსუალური დანაშაულიც ჩაიდინა.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ სკოლის მოსწავლეზე მოხუცი სექსუალურად მის სარდაფში ძალადობდა. არასრულწლოვანმა გაუპატიურების ამბავი ოჯახის წევრებს შეატყობინა, ამის შემდგომ, დაიწყო ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 71 წლის კაცს უვადო ან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.