რუსკა მჭედლიძე განაჩენს სასამართლოს ეზოში ჩალაგებული ჩანთით ელოდება

05.11.25 15:36
რუსკა მჭედლიძე განაჩენს სასამართლოს ეზოში ჩალაგებული ჩანთით ელოდება

გაუშვებს თუ არა პატიმრობაში სასამართლო რუსკა მჭედლიძეს? - კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი პროცესზე მივიდა, თუმცა პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ შედის და განაჩენს ეზოში ელოდება. საქმეს ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.

რუსკა მჭედლიძეს 29 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა როგორც ის ამბობს, გზა არ გადაუკეტას.  კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დღეს სასამართლოში ჩალაგებული ჩანთით მივიდა. 

დამირეკეს 2 დღის წინ ზუსტად იმ დროს, როცა პროცესი იწყებოდა, მითხრეს, რომ საქმე შეჰქონდათ 29 ოქტომბრის ამბავზე, სავარაუდოდ, არის გზის გადაკეტვა, მაგრამ მე ვიდექი ნაპირზე, ამის ამსახველი კადრებიც დავდე სოციალურ ქსელში, სადაც ერთ-ერთ აქტივისტს პოლიცია ჩუმად უღებდა ფოტოს და ამზადებდნენ დასაკავებლად. მე მაქვს ძალიან კარგის სმენა, გადავუღე და რომ დამინახაეს, დამემუქრნენ, რომ მომადგებიან სახლში შემდეგ დილას, 5 დღე ველოდებოდი და არ მოვიდნენ. დღეს მე მოვედი ჩემივე ჩალაგებული ჩანთით. პროცესს არ დავესწრები, იმიტომ, რომ არ ვარ დამნაშავე და არ დავჯდები ბრალდებულის სკამზე. მედავებიან გზის გადაკეტვას, მაგრამ გზა არ გადამიკეტავს. ჩემს წინააღმდეგ მე-17 ადმინისტრაციული საქმეა", - ამბობს რუსკა მჭედლიძე.