არც რადიკალები ვართ და არც უსამშობლოები! დაჭერები და ციხეში გაშვება არაფერს ნიშნავს - ანუკი გამსახურდია "ოცნებას"

05.11.25 15:51
არც რადიკალები ვართ და არც უსამშობლოები! დაჭერები და ციხეში გაშვება არაფერს ნიშნავს - ანუკი გამსახურდია "ოცნებას"

არც რადიკალები ვართ და არც უსამშობლოები! - ამ სიტყვებით მიმართა "ოცნების" მთავრობას დაკავებულმა ანუკი გამსახურდიამ სასამართლო პორცესზე და პირდაპირ უთხრა ივანიშვილის გუნდს, რომ არც დაჭერები გააჩერებთ და არც ციხეში გაშვება.

გამსახურდია, რომელიც პირველად სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, მეორედ ზის განსასჯელის სკამზე. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ "სიცოცხლის ბოლომდე გააპროტესტებს, თუ საჭირო გახდება"

ჩვენ იქ მდომი ადამიანები, ვინც ყოველდღე ვკეტავთ გზას, ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, არ ვართ უსამშობლოები, რადიკალები, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, მტკიცე და გააზრებული ვარ 47 წლის და გააზრებულად გადავკეტე გზა, რადგან ვეწინაღმდეგები ამ რეჟიმს და იმ რეალობას, რაშიც ეს ხელისუფლება გვაცხოვრებს. 

მე არ ვეთანხმები პროტესტს ტროტუარზე, რადგან მინდა დავარწმუნო ეს მთავრობა, რომ მისი დაშინება, დაჭერები, ციხეში გაშვება არაფერს ნიშნავს. 

მე პირველი ღამე გავატარე კაპეზეში, მარტო დავრჩი ჩემს თავთან და გავიაზრე, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, ვერც კაპეზე გამაჩერებს, ვერც 10 დღე,  ვერც 10 წელი.... სიცოცხლის ბოლომდე გავაპროტესტებ, თუ საჭირო გახდება. 

იმ დღეს მე დავესწარი აზა ბებოს სხდომას, წავედი იქიდან, მივედი სახლში, ავიღე დროშა წავედი რუსთაველზე მიზანმიმართულად, რომ გზა გადამეკეტა....

მოსამართლე ნინო ენუქიძე: აქ არ ვსაუბრობთ პროტესტის შინაარსზე, აქ ვსაუბრობთ ფორმაზე... თქვენ უფლება გაქვთ გააპროტესტოთ ნებისმიერი რამე რაც არ მოგწონთ და არ ეთანხმებით... თქვენ შედიხართ შინაარსში და ჩვენ აქ არ განვიხილავთ შინაარს

გამსახურდია: სამწუხაროა, რომ არ გაინტერესებთ, დიახ ვიდექი, საქართველოს დროშით ხელში და კიდევ გავაპროტესტებ.