მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 70 წლის ვაჟა ბერიშვილი ერთი დღით პატიმრობაში გაუშვა

05.11.25 16:01
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 70 წლის ვაჟა ბერიშვილი ერთი დღით პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 70 წლის პენსიონერი, ვაჟა ბერიშვილი ერთი დღით პატიმრობაში გაუშვა. როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი სასამართლოდან იუწყება, ბერიშვილს მთელი სხდომის განმავლობაში დუმილი არ დაურღვევია, მხოლოდ აცრემლებული თვალებით უსმენდა შსს-ს გამომძიებლის პოზიციას.

ადვოკატის თქმით, პენსიონერი პროცესზე იმაზე ნერვიულობდა, მოახერხებდა თუ არა ხვალ დაცვის სამსახურში წასვლას, სადაც სმენაში მუშაობს. ბერიშვილი ამას შეძლებს, რადგან იზოლატორში გატარებული დრო საპატიმროდ ეთვლება და დღეს  21:45 საათზე დატოვებს წინასწარი მოთავსების იზოლატორს. 

"იგი წუხდა სამსახურზე დღეს, არის დაცვის სამსახურში და წუხდა, ხვალ რომ სმენა აქვს, თუ დააპატიმრებენ, რა გააკეთოს. ეს ადამიანური მომენტი მეტყველებს, რა პატიოსან პიროვნებასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ადვოკატი. 

შსს პენიონერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.ის პოლიციამ გუშინ დააკავა.