11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ციხეში გაუშვეს - რას ამტკიცებს 71 წლის კაცი?
11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს პენსიონერს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე 71 წლის კაცი ამტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც სასამართლო სხდომის დასრულებსი შემდეგ პროკურორმა განაცხადა, დაკავებული წარდგენილი ბრალდების არცერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებს.
სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებია დაგეგმილი, ასევე შესაბამისი სპეციალისტები აგრძელებენ მუშაობას დაზარალებულთან.
დაკავებული პენსიონერის ადვოკატი ბრალდებულსა და არასწულწლოვანს შორის არსებულს გარკვეულ კონფლიქტზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული პენსიონერი ამბობს, რომ არასრულწლოოვანმა ყველაფერი სწორედ ამ კონფლიქტის ნიადაგზე გამოიგონა.
ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია არასრულწლოვნის მიერ. იყო მათ შორის კონფლიქტი გარკვეული პერიოდით ადრე, ამ ბავშვმა გარკვეული უკანონო მოქმედება განახორციელა ამ ოჯახის მიმართ და იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია", - აცხადებს ადვოკატი.
- შეგახსენებთ, რომ მეხუთე კლასელი მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით 71 წლის პენსიონერი საკუთარ სახლში დააკავეს. გამოიძიებამ დაადგინა, რომ კაცმა 11 წლის ბიჭი სახლში შეიტყუა გააუპატიურა და სხვა გვარის სექსუალური დანაშაულიც ჩაიდინა.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ სკოლის მოსწავლეზე მოხუცი სექსუალურად მის სარდაფში ძალადობდა. არასრულწლოვანმა გაუპატიურების ამბავი ოჯახის წევრებს შეატყობინა, ამის შემდგომ, დაიწყო ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 71 წლის კაცს უვადო ან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.