მოსამართლე ნინო ენუქიძემ რუსკა მჭედლიძის პროცესი გადადო

05.11.25 17:22
მოსამართლე ნინო ენუქიძემ რუსკა მჭედლიძის პროცესი გადადო

მოსამართლე ნინო ენუქიძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის,  რუსკა მჭედლიძის სასამართლო პროცესი გადადო - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ძალოვანმა უწყებამ და სასამართლომ ვერ დაადგინეს, ჰყავს თუ არა მჭედლიძეს მცირეწლოვანი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა სასამართლო დარბაზში განმარტა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს არ ჰყავს 12 წელს მიუღწეველი შვილი, მოსამართლემ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო სხდომა გადადებულიყო. 

რუსკა მჭედლიძეს 29 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა როგორც ის ამბობს, გზა არ გადაუკეტას.  კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დღეს სასამართლოში ჩალაგებული ჩანთით მივიდა.