ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ნინია კაკაბაძის დაკავების გამო განგაშის სიგნალი გამოსცა
ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით დაკავების გამო განგაშის სიგნალი გამოსცა.
SJP-ი ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნასა და საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების დაკავებების შეწყვეტას ითხოვს.
„ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უნდა მოიხსნას. უნდა შეწყდეს ჟურნალისტების დაკავება, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ“, - აცხადებს ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“.
ნინია კაკაბაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით 3 ნოემბერს დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.