ჯგუფური ძალადობა "ოცნების" მხარდამჭერის ორგანიზებით - მანჩო გიორგობიანი გასამართლების მოლოდინშია

05.11.25 20:18
ჯგუფური ძალადობა "ოცნების" მხარდამჭერის ორგანიზებით - მანჩო გიორგობიანი გასამართლების მოლოდინშია

დაკავება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით - მანჩო გიორგობიანი გასამართლების მოლოდინშია. ის  გელა გელაძის თანამშრომლებმა ცხრა წლიანი მუხლით დააკავეს.  გიორგობიანმა  სპარის  19 და  21 წლის კონსულტანტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის  ხილიანზე ახალგაზრდების  ჯგუფი მოაბილიზა და  ბიჭების ცემა დაავალა. მთავარი მტკიცებულება  დაკავებული  მანჩო გიორგობიანის წინააღმდეგ  ვიდეოკამერების ჩანაწერებია.

 ამ დრომდე პოლიცია თავდასხამაში მონაწილე  იმ პირებს ეძებს, რომლებმაც გიორგობიანის დავალება შეასრულეს.  6 ბრალდებულიდან ერთი  ქართველი კომპოზიტორის მამუკა ჩარკვიანის  შვილი, ჯანსუღ ჩარკვიანია. გამოძიების მასალებით, სწორედ ჯაკო ჩარკვიანს დაურეკა მანჩო გიორგობიანმა და ბიჭების აყვანა სთხოვა. ჩარკვიანი მამიდა ამბობს რომ მის ძმისშვილს ელაპარაკა და ის არ დაუკავებიათ. 

სპარის ნაცემი თანამშრომლები კლინიკიდან გუშინ გამოწერეს. ერთ-ეეთ 21 წლის ახალგარზდას თავის არესი სასტიკი ცემისგან მზიმე დაზიანებები აღენიშნება. ამ დრომდე დაუდგენელია მოტივი - რის გამო გაიმეტა სასიკვდილოდ ოცნების მაქებარმა ქალმა შვილის ტოლი ახალგაზრდები. კაჯო ჩარკვიანის მამიდა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი "პირველებთან" ამბობს, რომ გიორგობიანმა მის ძმისშვილს ტელეფონით უთხრა, რომ კონსულტანტებმა სცემეს, აგინეს და შველა უნდოდა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.