დაპირისპირება საპატრიარქოში და კიდევ ერთი დასჯილი მიტროპოლიტი - რას ვერ პატიობენ მამა ილიას?

05.11.25 20:24
დაპირისპირება საპატრიარქოში და კიდევ ერთი დასჯილი მიტროპოლიტი - რას ვერ პატიობენ მამა ილიას?

"მატყუარები არიან, ამას ღმერთი ხედავს, ისტორია ხედავს, საქართველო ხედავს. მე ეკლესიაში მღვდლობის გამო არ მოვსულვარ, მე მოვედი, რომ ქრისტესთვის მემსახურა, სიმართლისთვის მემსახურა და დღესაც გავაგრძელებ ქრისტეს მსახურებას" - ასე შეხვდა არქიმანდრიტი ილია თოლორია საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას, მღველმოქმედება შეუჩერა.

რამდენიმე საათიანი კომიიის სხომის შემდეგ, აქციების მონაწილე მღვდელი, პარტიარქის მოსაყრდე შიოს კრიტიკის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის გაპროტესტების გამო დასაჯეს. 

განაჩენი სასულიერო პირის წინააღმდეგ  საპატრიარქოს მაღალმა იერარქებმა მიიღეს. მანამდე კი საქმის გარჩევა საპატრიარქოში  ჩხუბით დასრულდა. 

მამა ილია თოლორიას მტკიცებით, ჯაღმაიძე იყო ის სასულიერო პირი, რომელსაც შეხვედრის მიმდინარეობისას ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ჰქონდა - გამოსვლის დროს მომყვება მამა ანდრია და მიჯიკავებს, მაწვება ხელით. ვუთხარი, ხელს რატომ მირტყამ, რას მიჯიკავებ? უცებ შეცბა"...

კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამა ილია თოლორია არ დაისწრეს. სასულიერო პირი ამობს ხომ შევედრირდან ფატობრივად გამოდაგეს. საპატრიარქოში ჩანიშნული  სპეციალური კომისია დღესაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სინდის პატიმრების  გულშემატკივარ დოროთე ყურაშვილს და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირს დღეს საპარტიაქროში შესვლის უფლება არ მისცეს.

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.