სპეცოპერაცია და მოკლული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი - რა მოხდა სოფელ კაბალში?
სისხლიანი ღამე კაბალში. ალიევების სახლის შტურმი გამთენიისას დაიწყო. მოკლულია საკრებულოს ყოფილი დეპუტატი. იმ ოთახში სადაც მირზა ალიევი იწვა კედლებზე 10-მდე ნატყვიარია. სპეცრაზმი ჯერ ალიევის მამის საძინებელში შევარდა, შემდეგ კი სროლით უკვე ყოფილი დეპუტატის ოთახში. მირზა ალიევი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
რა მოხდა კაბალში? ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი სპეცრაზმელებს ალიევმა გაუხსნა და ერთ-ერთი პოლიციელი მძიმედ დაჭრა. თუმცა სრულიად განსხვავებულ ამბავს ყვებიან მოკლულის ოჯახის წევრები. მათი თქმით, ცეცხლი სპეცრაზმმა გაუფრთხილებლად გახსნა და ალიევმა მხოლოდ მოგერიების მიზნით ისროლა. შურისძიების უკან კი პოლიტიკური მოტივი დგას.
ოჯახი ამტკციებს, რომ ბოლო, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მოკლული ქართულ ოცნებას ეხმარებოდა, თუმცა ამ ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა, რის გამოც სამაგალითოდ დასაჯეს. "პირველების" ინფორმაციით, მას მობილურ ტელეფონშიც არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკსარაშვილის რეპორტაჟში.