ლუკა გოგია თავისუფალია - სამოქალაქო აქტივისტმა იზოლატორი დატოვა

05.11.25 20:22
ლუკა გოგია თავისუფალია - სამოქალაქო აქტივისტმა იზოლატორი დატოვა

ლუკა გოგია თავისუფალია - სამოქალაქო აქტივისტმა ფოთის იზოლატორი დატოვა.

გოგია ამბობს, რომ ბრძოლას ასმაგი მოტივაციით გააგრძელებს. 

ბრძოლას ასმაგი მოტივაციით ვაგრძელებ. მე გამოვედი, ჩემი მეგობრებიც გამოვლენ, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი გვრჩება გისოსებს მიღმა. ბრძოლას ბოლომდეც მივიყვანთ და მივიყვანთ გამარჯვებით აუცილებლად", - ამბობს ლუკა გოგია.  

23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ლუკა გოგია 14-დღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.

შსს მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და სახის დაფარვას ედავებოდა.