ნიკოლაი ბელიკოვმა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ფოთის იზოლატორი დატოვა

05.11.25 20:23
ნიკოლაი ბელიკოვმა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ფოთის იზოლატორი დატოვა

ნიკოლაი ბელიკოვმა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. 

რუსი სამოქალაქო აქტივისტი რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს. მას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 14- დღიანი პატიმრობის და რუსეთში დეპორტაციის განაჩენი გამოუტანა.

უპირველესყოვლისა მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც დამეხმარა და ეს პერიოდი გვერდში მედგა. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ყველანი ვართ საფრთხის წინაშე," - თქვა ნიკოლაი ბელიკოვმა გათავისუფლების შემდეგ. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათავისუფლების შემდეგ, ნიკოლაი ბელიკოვის დეპორტაცია უნდა მომხდარიყო და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.

მისი უფლებადამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც ნიკოლაი ბელიკოვი თავისუფალია და მობილური ტელეფონი დაუბრუნეს, ხელთ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი რუსეთში დაბრუნება სახიფათო იქნება. 

მას შემდეგ, რაც ბატონ ნიკოლაის აქვს თავისი მობილური ტელეფონი, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მისი ქვეყნიდან გაძევება რუსეთის ფედერაციაში იქნება მისთვის სახიფათო, ამ მტკიცებულებებს დღესვე ჩვენ გავაგზავნით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ბატონი ნიკოლაის ინტერესები და მისი სიცოცხლე იქნება დაცული," - განაცხადა დავით მჟავანაძემ.