პროტესტის მთავარ ბასტიონზე დავბრუნდი - ანა ბდეიანი

05.11.25 20:59
პროტესტის მთავარ ბასტიონზე დავბრუნდი - ანა ბდეიანი

ანა ბდეიანი, რომელიც სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და  5 ათას ლარით დააჯარიმა, დღეს ისევ რუსთაველის გამზირზე დგას. ბდეიანი ამბობს, რომ ქვეყნისთვის ბრძოლაში ყველაფრისთვის არის მზად. 

მე გამოვედი, დავბრუნდი რუსთაველზე, პროტესტის მთავარ ბასტიონზე. საერთოდ ვერანაირი დისკომფორტი ვერ შემიქმნეს, რადგან ვებრძი რუსს, ყველაფრისთვის ვარ მზად. აუცილებლად ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, დამოუკიდებული, ევროპული, ეს ბიძინას მოსწონს თუ არა", - ამბობს ბდეიანი.

4 ნოემბერს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამი შვილის დედა ანა ბდეიანი 5 ათას ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციულ კოდექსის თანახმად, რომ თუ დედას 12 წალმდე შვილი ჰყავს, მისი დაკავება არ შეიძლება.