"გასროლილი ტყვიისაც არ მეშინია" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ლია მუშკუდიანი ისევ რუსთაველზე დგას

05.11.25 21:11
"გასროლილი ტყვიისაც არ მეშინია" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ლია მუშკუდიანი ისევ რუსთაველზე დგას

 

 

ციხემ და დაკავებებმა სამოქალაქო აქტივისტები ვერ შეაშინა, ისინი დღეს ისევ რუსთაველის გამზირზე დგანან. მათ შორის არის შსს-ს მიერ დაკავებული ქალი, ლია მუშკუდიანი, რომელმაც იზოლატორში 3 დღე გაატარა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ გასროლილი ტყვიაც კი ვერ შეაშინებს. 

მან დედაქალაქის მთავარი გამზირიდან შალვა პაპუაშვილსაც მიმართა. 

აქ თუ დამადებენ იარაღს და მეტყვიან, დავაი აქედანო, არც მაშინ შემეშინდება. გასროლილი ტყვიის არ მეშინია, იმიტომ რომ  არაფერს ვაშავებ. იქ რომ გადავდიოდი, საათობით ვიდექი და პაპუაშვილმა რომ თქვა, ფეხებგაჩაჩხული დგანანო, იცი რატომ ვიდექით ისე იცით, ვიღლებოდით და რაღაცნაირად სხეული უნდა დაგვემაგრებია. პაპუაშვილო ასე იყო ეს"- ამბობს ლია მუშკუდიანი.

23 ოქტომბერს, 64 წლის ლია მუშკუდიანს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.