უწყვეტი პროტესტის 343-ე დღე - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

05.11.25 21:38
უწყვეტი პროტესტის 343-ე დღე - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 343-ე დღესაც გადაიკეტა. ცოცხალ ჯაჭვში დგანან ის ადამიანებიც, რომლებიც გზის გადაკეტვის ბრალდებით ერთხელ უკვე დააკავეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.